2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება

ბენსუდა: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აღარ თანამშრომლობს, გამოძიება გაგრძელდება

ფატუ ბენსუდა
www.bet.com

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულებას, რომ რუსეთი რომის სტატუტის წევრი აღარ იქნება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით ეხმაურება.

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის აღარ თანამშრომლობს, გამოძიება მაინც გაგრძელდება. ჩვენ სხვა გზებს მოვძებნით იმისათვის, რომ მტკიცებულებები მოვიპოვოთ",- წერს 2008 წლის ომის გამომძიებელი ფატუ ბენსუდა.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა 2015 წლის 13 ოქტომბერს მიმართა სასამართლოს წინასწარი წარმოების პირველ პალატას და მოითხოვა ნებართვა საქართველოში, 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოსაძიებლად. გამოძიება 2008 წლის 1 ივლისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. პალატა შეაფასებს, არის თუ არა გონივრული საფუძველი გამოძიების გასაგრძელებლად. წინასწარი გამოძიება პროკურორის ოფისმა 2008 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

კომენტარები