არჩევნები 2016

უსუფაშვილი: პარლამენტში არ გვყავს ძალა, ვინც ერთმანეთს არგუმენტებით გააკრიტიკებს

პარლამენტში შეიქმნა ვითარება, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს ერთ ძალას. მეორე ძალა "ნაციონალური მოძრაობის" სახით, არის ოპოზიციური ძალა, მაგრამ ის არ და ვერ ასრულებს პარლამენტში, საზოგადოებაში საჭირო ოპოზიციის როლს, ვინაიდან სახელისუფლებო ძალასა და ამ პოლიტიკურ გუნდს შორის არის იმხელა უფსკრული, რომ ამ უფსკრულის გადალახვა, თუნდაც მცირედ სხვადასხვა საკითხებზე, პრინციპულად შეუძლებელია. აქ არის არა კონკურენცია, არამედ მტრობა. ჩვენ პარლამენტში ვერ მივიღეთ კონკურენტი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ერთმანეთს მოუსმენენ და არგუმენტებით გააკრიტიკებენ. წინმსწრებად ცნობილია, რომ რაც არ უნდა თქვას "ქართულმა ოცნებამ", ეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ჩათვლილი იქნება რუსი ოლიგარქის მესიჯად და ამიტომ "არ გისმენთ" და რაც არ უნდა თქვას "ნაციონალურმა მოძრაობამ", ეს "ქართული ოცნების" მხრიდან ჩათვლილი იქნება ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლების ოინებად და ამიტომ "არ გისმენთ". ეს ვითარება არის რეალობა. 

მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრებზე.

კომენტარები