წყალმომარაგება

სამგორის რაიონის რა ნაწილს შეუწყდება ხვალ დილამდე წყალმომარაგება

სამგორის რაიონის ნაწილს ხვალ დილამდე წყალი არ ექნება. კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მიზეზად კახეთის გზატკეცილზე 600 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი ქსელის დაზიანებას ასახელებს. 

"დღეს, 17 ნოემბერს, საღამოს 18:00 საათიდან 18 ნოემბრის დილის 11:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება: კახეთის გზატკეცილს, ვარკეთილის მესამე მასივს, შუამთის, საცხენისის, ელდარის, კალოუბნის, გახოკიძის და ბერიშვილის ქუჩებს" - აცხადებს GWP და აღნიშნავს, რომ წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, აბონენტები SMS-შეტყობინების სახით მიიღებენ. 

"დაზიანების აღმოსაფხვრელად, ტექნიკური სამუშაოების წარმოება რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლას მოითხოვს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს" - აცხადებენ კომპანიაში.

კომენტარები