იაპონიის პრემიერმინისტრი პირველი უცხოელი ლიდერია, რომელსაც ტრამპი შეხვდება

http://www.india.com/

იაპონიის პრემიერმინისტრი შინზო აბე პირველი უცხოელი ლიდერი იქნება, რომელსაც ახლადარჩეული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეხვდება. აშშ-იაპონიის მეთაურების შეხვედრა ნიუ-იორკში მომავალ კვირას გაიმართება. შეხვედრა დღეს ტრამპისა და აბეს 20-წუთიანი სატელეფონო საუბრის დროს დაიგეგმა.

ცნობისთვის, საარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი აშშ-ის სამხედრო ძალების იაპონიაში ყოფნის საფასურად, იაპონიას გადასახადების გაზრდისკენ მოუწოდებდა.

კომენტარები