არ შეეფერებოდა სიმართლეს, თითქოს ვინმემ თითი გაიშვირა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. რეალურად არსებითი და ფუნდამენტური განსხვავება ჩვენს აზრებში არის იმასთან დაკავშირებით, თუ რა გზით უნდა წასულიყო ჩვენი პარტია, საპარლამენტო თუ ქუჩის და რევოლუციის გზით. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ამომრჩევლების, ჩვენი აქტივის, ქვეყნის ინტერესებშია, რომ არჩევნების გზით დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი, წავიდეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და ამისთვის ჩვენ უკვე ვემზადებით.
ჩვენმა აქტივმა, კომისიის წევრებმა, ყველამ ძალიან დიდი ბრძოლის, ძალისხმევის ფასად იმუშავეს არჩევნებზე, მათ ნამდვილად ეკუთვნით ძალიან დიდი მადლობა. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები იყო ნამდვილად არასამართლიანი, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას მთლიანობაში, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს ქვეყნის, ჩვენი ამომრჩევლების ინტერესებში არის სწორედ საპარლამენტო გზით წასვლა, ამ გზით ბრძოლა. ჩვენ ამ გზით დავაგროვებთ ამომრჩევლის ისეთ კრიტიკულ რაოდენობას, რომ ბიძინა ივანიშვილის ბინძური მეთოდები ვერანაირ შედეგს ვერ მოიტანს. დღეს ქვეყნის ინტერესებში არ არის ქუჩის და რევოლუციის გზით წასვლა, სწორედ ეს არის მთავარი ღერძი ჩვენი აზრთა სხვადასხვაობის.





