მინდა, ყველასთვის ნათელი იყოს, რომ ჩვენს პარტიაში ეს დაპირისპირება დაიწყო პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით. ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას, პარლამენტში შესვლას, ჩვენი პარტიის ერთი ნაწილის ძალიან აგრესიული რეაქცია მოჰყვა, რამაც წაახალისა ძალიან ბინძური კამპანია, რომ ივანიშვილს შევეკარით. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა. ისევე როგორც, ძალიან დიდი შეცდომაა არჩევნებზე ხელის ჩაქნევაც, გამოცხადება, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, მაშინ როცა წინ გველის თვითმმართველობის არჩევნები და ვაპირებთ ბრძოლას ჩვენს აქტივთან ერთად. ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის ხალხის გვერდით დგომა და არა წახალისება ამ ბინძური კამპანიის.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ბოკერია: პარტიაში დაპირისპირება დაიწყო პარლამენტში შესვლის საკითხთან დაკავშირებით
tbl.ge/208h
დაკოპირდა

ენმ-ის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს შესახებ.
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




