არჩევნები 2016

ცესკომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო

ცესკო
ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო. ცესკოსს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თქმით, დოკუმენტი უკვე გადაუგზავნეს საკანონმდებლო მაცნეს.

თამარ ჟვანია აღნიშნავს, რომ ოქმის ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ, პრეზიდენტი გადაწყვეტს, როდის დანიშნოს პარლამენტის პირველი სხდომა.

კანონმდებლობით, პარლამენტის პირველი სხდომა მეორე ტურის დასრულებიდან, მაქსიმუმ, ოცი დღის ვადაში უნდა გაიმართოს.

კომენტარები