იყო პარტიაში რაღაც არჩევნები თავის დროზე, მაგრამ არასოდეს ჩავრეულვარ არცერთ მხარეს. ჩემთვის ერთიანობა იყო ყოველთვის ყველაზე მაღალი, მაგრამ ასევე ჩემს როლს ვხედავ, რომ ვიყო გარანტია იმისა, რომ ყველა ადამიანის აზრია გათვალისწინებული, ეს არის ჩემი მოვალეობა ამ ხალხის მიმართ. პარტია არის 30-40 ათასი თავგადაკლული ქვეყნის პატრიოტი, მათ გადაწყვეტილებას უსიტყვოდ ვცემ პატივს. სამი-ოთხი თვითგამოცხადებული ადამიანის განცხადება, რომ ჩვენ ვართ პარტიაო, მე არ მითქვამს არასდროს, რომ მე ვარ პარტიაო და მით უმეტეს, ახლა არ ვამბობ, იმიტომ, რომ ბევრი მიზეზის გამო ამაში აქტიურად ვერ ვმონაწილეობ. მათ რა უფლება აქვთ, რომ პარტიად აცხადებენ თავის თავს. ეს სად, რომელ ჩარჩოებში ჯდება? მოიწვიონ მთელი უზარმაზარი ყრილობა, დავეხმარები ორგანიზებაში და ჰკითხონ ხალხს, ააწევინონ მანდატები.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
სააკაშვილი: რა უფლება აქვთ, რომ პარტიად აცხადებენ თავს, მოიწვიონ ყრილობა
tbl.ge/207f
დაკოპირდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




