კრიმინალი

სასამართლომ 10 თვის გოგონას ცემაში ბრალდებულ ძიძას 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 თვის გოგონას ცემაში ბრალდებულ ძიძას აღკვეთის ღონისძიებად 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა. სასამართლოს ცნობით, ელენე ს. თანხის სრული მოცულობით გადახდის შემდეგ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდება.

საქმის მასალების თანახმად, "2016 წლის 10 ნოემბერს, თბილისში ძიძამ 10 თვის გოგონას თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში განზრახი დაზიანებები მიაყენა, რამაც მცირეწლოვანის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია".

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2016 წლის 21 დეკემბერს გაიმართება.

ამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილით). მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით თხუთმეტიდან ოცდაოთხ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

კომენტარები