თბილისის მერია

ნარმანია: ტაქსების ლიცენზიებთან დაკავშირებით, ფართო მსჯელობა ჯერ არ მიმდინარეობს

facebook.com/sakrebulo.ge

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ტაქსების ლიცენზიებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, კონსულტაციები და მუშაობა არ მიმდინარეობს. ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ თბილისის მერიას ამ ეტაპზე მხოლოდ ძირითადი ჩარჩო და მონახაზი აქვს.

"ტაქსების ლიცენზიებთან დაკავშირებით ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ძირითადი ჩარჩო და მონახაზი გვაქვს. ჯერჯერობით, ფართო მსჯელობა და კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს, თუმცა დროთა განმავლობაში შესაძლოა ეს საკითხი გააქტიურდეს", - განაცხადა ნარმანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს ტაქსის მძღოლების პროფკავშირმა 11 ნოემბერს, იპოდრომის ცენტრალურ შესასვლელთან საპროტესტო აქცია გამართა და თბილისში ტაქსის მძღოლებისათვის რეგულაციების შემოღების პროცესში მძღოლების ჩართვა მოითხოვა. ტაქსის მძღოლების პროფკავშირები და ტაქსის მძღოლები აცხადებდნენ, რომ თბილისის მერიას რეგულაციებზე მუშაობა დაწყებული აქვს.

კომენტარები