მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში

საქართველო-მოლდოვის მატჩი ფრედ დასრულდა

sportinglife.com

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ფეხბურთში საქართველოსა და მოლდოვას შორის ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ანგარიში 16-ე წუთზე ქართველმა ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა, მოლდოველმა ალეხანდრუ გაცკანიმ კი გოლი 78-ე წუთზე გაიტანა.

საქართველო და მოლდოვა D შესარჩევ ჯგუფში არიან. დღეს ამავე ჯგუფში მყოფმა ირლანდიამ ავსტრია დაამარცხა, 23:45 წუთზე კი, ერთმანეთს უელსი და სერბეთი დაუპირისპირდებიან.

ამ დროისთვის, საქართველოს ჯგუფში 2 ქულა აქვს და ბოლოსწინა ადგილზეა.

2017 წლის 24 მარტს თბილისში საქართველო სერბეთს შეხვდება.

კომენტარები