სუპერმთვარე

რა დროს გამოჩნდება საქართველოში 14 ნოემბრის სუპერ დიდი მთვარე

Getty Images

ორშაბათს, 14 ნოემბერს მთვარე 14%-ით უფრო დიდი და 30%-ით უფრო კაშკაშა გამოჩნდება. ეს სუპერმთვარეა - როდესაც სავსე მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოსაა. უკანასკნელად ეს 1948 წელს მოხდა, ხოლო მომდევნო, NASA-ს ინფორმაციით, 2034-ში იქნება.

კონკრეტულად რა ხდება?

როგორც ვიცით, მთვარის ორბიტა დედამიწის გარშემო ოვალურია. ორბიტაზე მოძრაობისას მთვარე ხან ძალიან ახლოსაა დედამიწასთან, ხან კი შორს. პერიგეა(Perigee) დედამიწასთან ყველაზე ახლოს მყოფი წერტილია, ხოლო აპოგეა(Apogee) ყველაზე შორი.

როდესაც სავსე მთვარე პერიგეაში მოექცევა, სუპერმთვარეა. სუპერმთვარე წელს 16 ოქტომბერსაც იყო და 14 დეკემბერსაც იქნება, 14 ნოემბრის კი იმითაა გამორჩეული, რომ ის 1948 წლის შემდეგ ყველაზე მეტად მიუახლოვდება დედამიწას.

რა დროს იქნება სუპერმთვარე საქართველოში?

თუ NASA-ს დავუჯერებთ და მის მიერ დასახელებულ დროს(GMT 13:52) საქართველოს დროის სარტყელში გადმოვიყვანთ, სუპერმთვარემ აქ 14 ნოემბერს, 18:00 საათისკენ უნდა დაიწყოს გამოჩენა.

კომენტარები