ყაჩაღობა

დიღმის მასივში მარი მარკეტი დააყაჩაღეს

დიღმის მასივში მარი მარკეტი დააყაჩაღეს. როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ჯერჯერობით უცნობია, წაღებულია თუ არა თანხა, ან დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი. შსს-ს ცნობით, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

კომენტარები