რეკლამა

ფონდმა "სიცოცხლის ხე" შშმ ბავშვებისთვის ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე შექმნა

საქართველოს ბანკის ფონდმა "სიცოცხლის ხემ" შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებისთვის კიდევ ერთი ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე მოაწყო. ფონდმა "სიცოცხლის ხემ" ორგანიზაცია "მზის შვილებს" 150-ზე მეტი დასახელების საგანმანათლებლო და მხატვრული წიგნი, ასევე მოტორიკის განმავითარებელი სათამაშოები გადასცა. ორგანიზაციას 21 ბენეფიციარი ჰყავს, დღეიდან ისინი შეძლებენ, სპეციალური ავეჯით და თვალსაჩინო მასალით აღჭურვილ სივრცეში, სწორედ მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, მიიღონ ინკლუზიური განათლება და კიდევ უფრო მეტად მოახდინონ სოციალური ინტეგრაცია.

ორგანიზაცია "მზის შვილების" ბენეფიციარები არიან დაუნის სინდრომის და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები. "სიცოცხლის ხის" მიერ მოწყობილ ინკლუზიურ საგანმანათლებლო სივრცეში კი სპეციალური სათამაშოების დახმარებით წარიმართება მეცადინეობა, ნატიფი მოტორიკის განვითარებისა და წერითი უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის. ამასთან, ინკლუზიური საგანმანათლებლო ოთახის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია ად­ვი­ლა­დ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი მოსწავლის ინდივიდუალური სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ასე­ვე, სპეციალური მეთოდით არის გან­ლა­გე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­მუ­შაო მა­სა­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სირ­თუ­ლის და­ვა­ლე­­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.tree.ge

კომენტარები