აშშ-სამხრეთ კორეა

დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეას მხარდაჭერა გამოუცხადა

Reuters

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეას მხარდაჭერა გამოუცხადა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ტრამპმა პრეზიდენტ პაკ კინ ჰესთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ აშშ აუცილებლად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს და ჩრდილოეთ კორეის აგრესიის შემთხვევაში, სამხრეთ კორეას დაიცავს. მათი ინფორმაციით, ტრამპი სრულიად ეთანხმება სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პოზიციას, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უნდა განვითარდეს.

BBC-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეის და ჩინეთის პროტესტის მიუხედავად, აშშ სამხრეთ კორეაში რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექს THAAD-ის განთავსებას გეგმავს.

კომენტარები