აშშ-ის არჩევნები 2016

მთავარი გზავნილები ობამას გამოსვლიდან: აქამდეც ზიგზაგით გვივლია

ჯო ბაიდენი და ბარაკ ობამა
Boston.com

პრეზიდენტმა ობამამ, არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჰილარი კლინტონის მარცხისა და რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ამერიკელ ხალხს მიმართა.

გთავაზობთ მთავარ გზავნილებს ობამას მიმართვიდან: 

 

 

  • პრეზიდენტმა ობამამ ხაზი გაუსვა მნიშვნელოვან განსხვავებებს მასსა და დონალდ ტრამპს შორის, თუმცა, არჩეულ პრეზიდენტს წარმატება უსურვა და ხუთშაბათს თეთრ სახლში მიიწვია ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის ნიადაგის მოსამზადებლად;

  • ობამამ გაიხსენა, რომ 8 წლის წინ პრეზიდენტ ბუშთანაც ჰქონდა განსხვავებები, თუმცა აღნიშნა, რომ მათ შორის ხელისუფლების გადაცემა წარმატებულად შედგა;

  • პრეზიდენტმა ობამამ შეერთებული შტატების მოქალაქეებს შეახსენა, რომ ისინი ერთ გუნდს წარმოადგენენ. მან თქვა, რომ ტრამპთან საუბარმა 3:30 საათზე დაამშვიდა და იმედი გამოთქვა, რომ არჩეული პრეზიდენტი შეინარჩუნებს ამ განწყობას;

  • ამერიკის 44-ე პრეზიდენტმა თქვა, რომ ამაყია ჰილარი კლინტონით და მას ისტორიული ფიგურა უწოდა;

  • ობამამ მოუწოდა ამერიკელებს, რომ გამხნევდნენ, არ დაკარგონ თანამოქალაქეების კეთილი ზრახვების რწმენა და, მიუხედავად იმედგაცურებისა, საკუთარ ოცნებების ასრულების გზაზე არ დანებდნენ. "ხან აგებ დავას, ხან არჩევნებს, მაგრამ ამ ქვეყანას წრფივად არასოდეს უვლია, ჩვენი გზა ზიგზაგია" - თქვა ობამამ;

  • ობამამ მოუწოდა ახალგაზრდებს არ იქცნენ ცინიკოსებად და აღნიშნა, რომ არჩევნები მასაც წაუგია.

 

პრეზიდენტმა ობამა გამოსვლამდე არჩეულ პრეზიდენტსა და დამარცხებულ კანდიდატსაც ესაუბრა.

კომენტარები