აშშ-საქართველოს ურთიერთობა

კვაჭანტირაძე: ნებისმიერ შემთხვევაში, პატივი უნდა ვცეთ ამერიკელი ხალხის არჩევანს

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ამერიკელი ხალხის არჩევანს. აშშ 25 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ დამოუკიდებლობა აღვადგინეთ, ყოველთვის ადასტურებდა იმას, რომ იყო ყველაზე სანდო, ყველაზე ერთგული პარტნიორი ჩვენი ქვეყნისთვის. მე ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ჩვენს ურთიერთობებში არაფერი არ შეიცვლება, პირიქით, დიდი იმედი მაქვს და ეს დიდწილად ეს ჩვენს აქტიურობაზეც იქნება დამოკიდებული, რომ აშშ-სთან ჩვენი ურთიერთობები ნებისმიერი პრეზიდენტის სათავეში ყოფნის დროს, კიდევ უფრო გამყარდება მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ამის დიდ იმედს ვიტოვებ. 

ქართული ოცნების დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. ცნობისთვის, დონალდ ტრამპი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი იქნება. უკანასკნელი მონაცემებით მას საარჩევნო კოლეგიის 276 ხმა დაუგროვდა. საბოლოო გამარჯვებისთვის კოლეგიაში 270 ხმის მოპოვება იყო საჭირო.

კომენტარები