პრეზიდენტი ოჯახის დეფინიციაზე: ქართული ოცნება ვალდებულია, შეასრულოს დანაპირები

რაც შეეხება კოსტიტუციაში ოჯახის შესახებ ჩანაწერს, პოზიცია დავაფიქსირე, როდესაც იყო ძალიან აქტიური მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ რეფერენდუმი უნდა დამენიშნა. რეალურად, მგონია, რომ კონსტიტუციაში ადის მარტო განსაკუთრებული მიშვნელობის საკითხები - თუ რაღაც საკითხია მოსაგვარებელი, ჯერ ჩვეულებრივ კანონებშია ხოლმე გაწერილი და განსაკუთრებული მნიშვნელობის ადის კონსტიტუციაში. მაშინაც მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს წინასაარჩევო კამპანიის გარკვეული შტრიხი და ნაწილია, რადგან ასეთი ჩანაწერი უკვე არსებობს სამოქალაქო კოდექსში. მაგრამ, ამავე დროს, ქართულმა ოცნებამ მაშინვე დაანონსა, რომ ამ თემით შევლენ პარლამენტში და თუ ქნებათ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ამ ჩანაწერს შეიტანენ კონსტიტუციაში. ეს იყო მათი საარჩევნო დაპირება. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მათ უკვე აქვთ ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეუსრულოს ამომრჩეველს, აქ მე წინააღმდეგობრივს ვერაფერს ვხედავ. ზუსტად იგივე ჩანაწერი არსებობს სამოქალაქო კოდექსში და თუ დანახვადია აქ ჰომოფობიური ტენდენციები, წლების განმავლობაში ეს უნდა დაგვენახა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციაში ოჯახის, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობის, განსაზღვრაზე რუსთავი 2-ზე, გადაცემა არჩევანში.

კომენტარები