ადვოკატის პროფესია ძალიან ძლიერ მორალურ სიმტკიცეს მოითხოვს, რადგან თქვენ ითავისებთ ბრალდებულის პოზიციას და ცდილობთ საზოგადოებას და სახელმწიფოს დაუმტკიცოთ, რომ ყველა ბრალში არსებობს რაღაც გამამართლებელი საბუთები, გამამართლებელი პოზიცია. თქვენ იცავთ სწორედ იმას, რის დაცვასაც საქართველოს კონსტიტუცია მეც მავალებს - ადამიანის უფლებებს. ყველა ადამიანის უფლებაა, მიიღოს სამართლიანი სასამართლო. თქვენ ბევრი რამე გადაიტანეთ. ჩვენ გვსმენია იმ ადვოკატების შესახებ, რომელთაც სისტემა ხშირად ძალიან ბრუტალურად ექცეოდა და გვსმენია იმის შესახებაც, როგორ მტკიცედ ერთიანდებოდით თქვენ მათ დასაცავად. ეს ბუნებრივიცაა, რადგან საზოგადოებაში, რომელიც ვითარდება, ხშირადაა გადაცდომები. მიხარია, რომ ის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეები უნდა დაიცვან, თავიანთი პროფესიული ცოდნის ნაწილს აქ, ამ სასწავლო ცენტრში მიიღებენ. გარკვეულწილად, ის საქმე და თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს შორის შედგა, დაეხმარება მათ, ემსახურონ მთავარს - ჰუმანური და დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნას, რომელშიც ადამიანები სამართალზე დაყრდნობით აშენებენ ძლიერ სახელმწიფოს.
tbl.ge/1zqx
დაკოპირდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადვოკატის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას ეწვია და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განახლებული და აღჭურვილი სასწავლო ცენტრი გახსნა.




