მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა

112.ua

მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სააკაშვილმა კონფერენციაზე უკრაინის ხელისუფლების ის წარმომადგენლები გააკრიტიკა, რომლებიც, მისივე თქმით, არაფერს აკეთებენ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. მისი განმარტებით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მხარს უჭერს ორ კრიმინალურ დაჯგუფებას ოდესაში, რომლებიც არა მარტო კორუმპირებულები, არამედ უკრაინის მტრები არიან.

„ოდესის ოლქში პრეზიდენტი პირადად უჭერს მხარს კრიმინალებისა და მკვლელების ორ დაჯგუფებას... ოდესის ოლქს გადასცემენ არა მარტო კორუმპირებულებს, არამედ უკრაინის მტრებს. არ ვაპირებ, რომ ამაზე ვდუმდე. მე ეს ყველაფერი მართლა მომბეზრდა“, - თქვა სააკაშვილმა.

სააკაშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა ისიც, რომ პეტრო პოროშენკო მას ოდესის საზღვაო პორტის მშენებლობის ხელშეწყობას დაპირდა, თუმცა, სააკაშვილის თქმითვე, მას ამისთვის არაფერი გაუკეთებია. მან უკრაინის პრეზიდენტი ახალგახსნილი მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის დახურვის გამოც გააკრიტიკა.

კომენტარები