გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

შს მინისტრი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაზე: გამოძიება მიდის, ტემპი არ დაგვიგდია

ტაბულა

"გამოძიება მიმდინარეობს აქტიურად, ტემპი არ დაგვიგდია, თუ რაიმე სიახლე იქნება, გაგაგებინებთ", - ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ენმ-ის წევრ, დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებულ გამოძიებაზე.

4 ოქტომბერს დეპუტატ გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. დეპუტატი გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. ამასთან, ტაბულასთვის ცნობილი გახდა, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის მდგომარეობა ამ დროისთვის დასტაბილურებულია.

რაც შეეხება გამოძიებას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თარგამაძის საქმეზე ერთი პირი დააკავა, ხოლო მეორეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. უწყებისვე ცნობით, იარაღის უკანანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ., განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით კი, ბრალი 1974 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს წარედგინა.

კომენტარები