ალბანეთსა და კოსოვოში ISIS-თან კავშირის ბრალდებით 11 ადამიანი დააკავეს

BBC.COM

ალბანეთსა და კოსოვოში ე.წ. ისლამური სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით 11 ადამიანი დააკავეს.

ალბანეთის პოლიციის ცნობით, მათ შაბათს 4 ადამიანი ტერორიზმის დაფინანსების, ე.წ. ისლამური სახელმწიფოსთვის მებრძოლებისა გადაბირებისა და ტერორიზმის პროპაგანდის გავრცელების ბრალდებით დააკავეს.

კოსოვოში დაპატიმრებულ 7 ადამიანს კი, ტერორიზმსა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში დადეს ბრალი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულები ბალკანურ ქვეყნებში ტერაქტებს გეგმავდნენ.

კომენტარები