კრიმინალი

იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

Police.ge

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. 1995 წელს დაბადებული ლ.მ. თბილისში აიყვანეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „პე-ეს-ემ"-ის სისტემის უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი, 1 მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

"გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით)", - აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები