რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

ჯანელიძე: რუსეთთან არანაირი დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი არ არის

საქართველოს და რუსეთს შორის კონფლიქტი, რომელიც ძალიან მძიმე შედეგებს ატარებს საქართველოსთვის, გადაუწყვეტელია და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საერთაშორისო ფორმატებში, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად მოხდეს ამ კონფლიქტის დარეგულირება. არანაირ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებას. გრიგორი კარასინის თქმით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობის იმ ჩიხიდან გამოყვანა მოხერხდა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა. თუმცა, მიუხედავად ამისა, საქართველო ჯერჯერობით მზად არაა რუსეთთან დიპლომატიური კავშირების აღსადგენად

კომენტარები