კრიმინალი

იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის, ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 1955 წელს დაბადებული ტ.კ-ის პირადი ჩხრეკისას, მაკაროვის სისტემის უნომრო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 3 მჭიდი და 25 ვაზნა ამოიღეს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).

კომენტარები