არჩევნები 2016

ცესკოს წინასწარი შედეგები - 50-დან 48 ოლქში ქართული ოცნება იმარჯვებს

ცესკო
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე ხმის დათვლის პროცესი მთლიანად დასრულებულია. მისი თქმით, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. "დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები, მაგრამ მთლიანად პროცესი გამჭვირვალედ წარიმართა. ყველა უბანი დათვლილია 2229 საარჩევნო უბნიდან", - თქვა ჟვანიამ.

რაც შეეხება პირველ წინასწარ შედეგებს, 50 ოლქიდან 48-ში ქართული ოცნების კანდიდატი იმარჯვებს, მთაწმინდის პირველ და ხაშურის 43-ე ოლქში, დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და მრეწველების წარმომადგენელი სიმონ ნოზაძე იმარჯვებენ.

პირველადი შედეგები სრულად:

მთაწმინდის N1 მაჟორიტარული ოლქი - სალომე ზურაბიშვილი (67.58%), ნიკოლოზ რურუა (ენმ) - 32.42%. 

ვაკის N2 მაჟორიტარული ოლქი - ბიძინა გეგიძე (ქართული ოცნება) - 75.52%, ელენე ხოშტარია (ენმ) - 24.48%.

საბურთალოს N6 მაჟორიტარული ოლქი - ლევან გოგიჩაიშვილი (ქართული ოცნება) - 79.27%, სევდია უგრეხელიძე (ენმ) - 20.73%.

კრწანისის N7 ოლქი - ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება) - 72.9%, ირაკლი აბესაძე (ენმ) - 27.1%.

ისნის N8 ოლქი - ბექა აბუსერიძე (ქართული ოცნება) - 75%, გიორგი ონიანი (ენმ) - 25%.

ისნის N9 ოლქი - დავით ჭიჭინაძე (ქართული ოცნება) - 74.61%, ბესიკ კვიციანი (ენმ) - 25.39%.

ისნის N10 ოლქი - ბექა ნაცვლიშვილი (ქართული ოცნება) - 73.6%, ზაზა კედელაშვილი (ენმ) - 26.04%. (დათვლილია ყველა უბანი).

სამგორის N11 ოლქი - გიორგი მოსიძე (ქართული ოცნება) - 73.36%, ირაკლი ნადირაძე (ენმ) - 26.64%. (დათვლილია ყველა უბანი).

სამგორის N12 ოლქი - მარიამ ჯაში (ქართული ოცნება) - 70.4%, დათო ჟღენტი (ენმ) - 29.6%. (დათვლილია ყველა უბანი).

სამგორის N13 ოლქი - შოთა ხაბარელი (ქართული ოცნება) - 75.93%, გიორგი ხახნელიძე (ენმ) - 24.7%. (დათვლილია ყველა უბანი).

დიდუბის N15 ოლქი - ზაზა პაპუაშვილი (ქართული ოცნება) - 76.06%, დავით ნაფეტვარიძე (ენმ) - 23.94%. (დათვლილია ყველა უბანი).

დიდუბის N16 ოლქი - ივლიანე წულაია (ქართული ოცნება) - 76.7%, ირაკლი დვალი (ენმ) - 23.3%. 

ნაძალადევის N17 ოლქი - სოფო კილაძე (ქართული ოცნება) - 77.53%, მურმან თხელიძე (ენმ) - 22.47%. 

ნაძალადევის N18 ოლქი - მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება) - 73.16%, მამუკა გუგეშაშვილი (ენმ) - 26.84%.

ნაძალადევის N19 ოლქი - ზაზა გაბუნია (ქართული ოცნება) - 70.99%, ლერი დემეტრაშვილი (ენმ) - 29.01%.

გლდანის N20 ოლქი - კობა კობალაძე (ქართული ოცნება) - 71.68%, ალექსანდრე ჩაფიჩაძე (ენმ) - 28.32%. 

გლდანის N21 ოლქი - ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება) - 69.75%, სერგო რატიანი (ენმ) - 30.25%.

გლდანის N22 ოლქი - ლევან კობერიძე (ქართული ოცნება) - 73.04%, გიორგი ბარამიძე (ენმ) - 26.96%. 

N23 საგარეჯოს ოლქი - რომან მუჩიაშვილი 79.18%, ზურაბ ჭიაბერაშვილი (ენმ) - 20.82%. 

N24 გურჯაანის ოლქი - დავით სონღულაშვილი (ქართული ოცნება) - 78.54%, გიორგი ღვინიაშვილი (ენმ) - 21.46%. 

N26 ოლქი (ლაგოდეხი-ყვარლის ნაწილი) გურამ მაჭარაშვილი - 75.57%, გურამ კაკალაშვილი - (ენმ) - 24.43%.

N27 - (თელავი, ყვარლის ნაწილი) - ირაკლი სესიაშვილი (69.46%) და გიორგი ბოტკოველი (ენმ) - 30.54%. 

N28 - (ახმეტა, თელავის ნაწილი) გელა სამხარაული (ქართული ოცნება) 73.83%, შაქრო ტერტერაშვილი (ენმ) - 26.17%.

N29 - რუსთავის ოლქი - პაატა მხეიძე (ოცნება) - 72.25%, მამუკა ჩიქოვანი (ენმ) - 27.75%. 

N30 - რუსთავის ოლქი - გიორგი ბეგაძე (ოცნება) - 67.57%, დავით კირკიტაძე (ენმ) 32.43%. 

N36 მარნეულის ოლქი - თანაზ ნავერიანი (ოცნება) 72.15%. აკმამედ იმამკულიევი (ენმ) - 27.85%. 

N37 მცხეთის ოლქი - დიმიტრი ხუნდაძე (ქართული ოცნება) - 50.11%, ცეზარ ჩოჩელი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 49.89%. 

N39 საარჩევნო ოლქი ნუგზარ ნონიაშვილი(ენმ) - 24.08%, ირაკლი მეზურნიშვილი(ქართული ოცნება) - 75.92% .

N41 გორის ოლქი - იოსებ მაკრიხიძე (ოცნება) - 84.96%, ირაკლი ალასანია (თავისუფალი დემოკრატები) - 15.04% 

N42 გორის ოლქი - თენგიზი ხუბულური 73.93% (ოცნება), ბადრი ბასიშვილი (ენმ) - 26.07% .

N43 ხაშურის ოლქი - სიმონ ნოზაძე (მრეწველები) - 61.55%, ქართული ოცნება ვალერი გელაშვილი - 38.45% .

N44 ახალციხე-ადიგენის გაერთიანებული ოლქი - ვაჟა ჩიტაშვილი (ენმ) - 30.17% , გიორგი კოპაძე (ოცნება) 69.83%. 

N47 ქუთაისის ოლქი - გენადი მარგველაშვილი 69.25% (ოცნება), გიორგი თევდორაძე (ენმ) - 30.75%. 

N48 ქუთაისის ოლქი - დიმიტრი მხეიძე (ქართული ოცნება) - 75.28%, აკაკი ბობოხიძე (ენმ) - 24.72%, 

N49 ქუთაისის ოლქი - კობა ნარჩემაშვილი (ქართული ოცნება) - 67.33%, გიორგი წერეთელი (ენმ) - 32.67%. 

N51 (ხარაგაულისა და ბაღდათის გაერთიანებული ოლქი). კობა ლურსმანაშვილი (ოცნება) - 72.81% და გიორგი რობაქიძე (ენმ) - 27.19%. 

N52 ზესტაფონის ოლქი. შალვა კიკნაველიძე (ქართული ოცნება) - 78.63%, ბეჟან ბუცხრიკიძე (ენმ) - 21.37%. 

N56 ჭიათურის ოლქი - სულხან მახათაძე (ქართული ოცნება) - 63.94%, თეიმურაზ გაფრინდაშვილი (თავისუფალი დემოკრატები) - 36.06%. 

N 60 ლანჩხუთი-ჩოხატაურის გაერთიანებული ოლქი - ნინო წილოსანი (ქართული ოცნება) 74.76%, აკაკი ჩხაიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) - 25.24%. 

N 61 ფოთის ოლქი - ირაკლი ხახუბაია (ქართული ოცნება) - 75.53%, ბექა ბასილაია (ენმ) - 24.47%.

N 63 სენაკის ოლქი - ირაკლი ბერაია (ქართული ოცნება) - 75.3%, კობა ნაყოფია (ენმ) - 24.7%.

N 64-ე ოლქი (ხობი, ზუგდიდის 7 სოფელი) - ირაკლი ბერაია (ქართული ოცნება) 70.72%, მამუკა ჭოხონელიძე (ენმ) - 29.28%.

N65 ზუგდიდის ოლქი - მერაბ ქვარაია (ოცნება) - 70.17%, ლევან კონჯარია (ენმ) - 29.83%.

N66 ზუგდიდის ოლქი - ედიშერ თოლორაია (ქართული ოცნება) - 71.09%, სანდრა რულოვსი (ენმ) - 28.91%. 

N67 ზუგდიდის ოლქი - გოგა გულორდავა (ოცნება) - 68.56%, ლევან ქარდავა (ენმ) - 31.44%. 

N68 ბათუმის ოლქი - ფატი ხალვაში (ქართული ოცნება) 68.13% და მირდატ ქამადაძე (ენმ) - 31.87%. 

N69 ბათუმის ოლქი - ლევან ბეჟანიძე (ქართული ოცნება) - 69.22% და გიორგი კირთაძე (ენმ) - 30.78%.

N70 ბათუმის ოლქი - მუხრან ვახტანგაძე (ქართული ოცნება) - 71.28% და თეიმურაზ დუმბაძე (ენმ) - 28.72%. 

N71 ქობულეთის მაჟორიტარული ოლქი - კობა ნაკაიძე (ქართული ოცნება) - 71.32%, ჯანსუღ ჯინჭარაძე (ენმ) - 28.68%. 

N72 ხელვაჩაურის ოლქი - ილია ნაკაშიძე (ოცნება) 72.15%, მიშა ბოლქვაძე (ენმ) - 27.85%.

კომენტარები