არჩევნები 2016

ცესკო: 48 ოლქში "ოცნება" იგებს, თითო-თითოს მრეწველები და დამოუკიდებელი კანდიდატი

ცესკო
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 50 მაჟორიტარული ოლქიდან 48-ში ქართული ოცნების კანდიდატები ლიდერობენ. დარჩენილი ორი ოლქიდან ერთში (მთაწმინდის ოლქი) - დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს, ხოლო მეორეში (ხაშურის ოლქი) - მრეწველების კანდიდატი სიმონ ნოზაძე. ამ დროისთვის, უბნების უმეტესობა დათვლილია.

აღსანიშნავია, რომ ქართულ ოცნებას არჩევნების პირველი ტურის მონაცემებით, პარლამენტში 67 დეპუტატის შეყვანა შეუძლია. თუ მმართველმა ძალამ მეორე ტურებში 48 მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვა, ქართულ ოცნებას მეცხრე მოწვევის პარლამენტში 115 დეპუტატი ეყოლება, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობაა.

50 მაჟორიტარული ოლქში მეორე ტურის შედეგებს დეტალურად გთავაზობთ:

მთაწმინდის N1 მაჟორიტარული ოლქი - სალომე ზურაბიშვილი (67.58%), ნიკოლოზ რურუა (ენმ) - 32.42%. (დათვლილია ყველა უბანი).

ვაკის N2 მაჟორიტარული ოლქი - ბიძინა გეგიძე (ქართული ოცნება) - 75.52%, ელენე ხოშტარია (ენმ) - 24.48%. (დათვლილია ყველა უბანი).

საბურთალოს N6 მაჟორიტარული ოლქი - ლევან გოგიჩაიშვილი (ქართული ოცნება) - 79.27%, სევდია უგრეხელიძე (ენმ) - 20.73% (დათვლილია ყველა უბანი).

კრწანისის N7 ოლქი - ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება) - 72.9%, ირაკლი აბესაძე (ენმ) - 29.1%. (დათვლილია ყველა უბანი).

ისნის N8 ოლქი - ბექა აბუსერიძე (ქართული ოცნება) - 75%, გიორგი ონიანი (ენმ) - 25%. (დათვლილია ყველა უბანი).

ისნის N9 ოლქი - დავით ჭიჭინაძე (ქართული ოცნება) - 74.61%, ბესიკ კვიციანი (ენმ) - 25.39%. (დათვლილია ყველა უბანი).

ისნის N10 ოლქი - ბექა ნაცვლიშვილი (ქართული ოცნება) - 72.72%, ზაზა კედელაშვილი (ენმ) - 27.28%. (დათვლილია ყველა უბანი).

სამგორის N11 ოლქი - გიორგი მოსიძე (ქართული ოცნება) - 73.36%, ირაკლი ნადირაძე (ენმ) - 26.64%. (დათვლილია ყველა უბანი).

სამგორის N12 ოლქი - მარიამ ჯაში (ქართული ოცნება) - 70.4%, დათო ჟღენტი (ენმ) - 29.6%. (დათვლილია ყველა უბანი).

სამგორის N13 ოლქი - შოთა ხაბარელი (ქართული ოცნება) - 75.93%, გიორგი ხახნელიძე (ენმ) - 24.07%. (დათვლილია ყველა უბანი).

დიდუბის N15 ოლქი - ზაზა პაპუაშვილი (ქართული ოცნება) - 76.06%, დავით ნაფეტვარიძე (ენმ) - 23.94%. (დათვლილია ყველა უბანი).

დიდუბის N16 ოლქი - ივლიანე წულაია (ქართული ოცნება) - 76.7%, ირაკლი დვალი (ენმ) - 23.3%. (დათვლილია ყველა უბანი).

ნაძალადევის N17 ოლქი - სოფო კილაძე (ქართული ოცნება) - 77.53%, მურმან თხელიძე (ენმ) - 22.47%. (დათვლილია ყველა უბანი).

ნაძალადევის N18 ოლქი - მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება) - 73.16%, მამუკა გუგეშაშვილი (ენმ) - 26.84% (დათვლილია ყველა უბანი).

ნაძალადევის N19 ოლქი - ზაზა გაბუნია (ქართული ოცნება) - 70.99%, ლერი დემეტრაშვილი (ენმ) - 29.01%. (დათვლილია ყველა უბანი).

გლდანის N20 ოლქი - კობა კობალაძე (ქართული ოცნება) - 71.68%, ალექსანდრე ჩაფიჩაძე (ენმ) - 28.32%. (დათვლილია ყველა უბანი).

გლდანის N21 ოლქი - ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება) - 69.75%, სერგო რატიანი (ენმ) - 30.25%. (დათვლილია ყველა უბანი).

გლდანის N22 ოლქი - ლევან კობერიძე (ქართული ოცნება) - 73.04%, გიორგი ბარამიძე (ენმ) - 26.96%. (დათვლილია ყველა უბანი).

N23 საგარეჯოს ოლქი - რომან მუჩიაშვილი 79.18%, ზურაბ ჭიაბერაშვილი (ენმ) - 20.82%. (დათვლილია ყველა უბანი).

N24 გურჯაანის ოლქი - დავით სონღულაშვილი (ქართული ოცნება) - 78.54%, გიორგი ღვინიაშვილი (ენმ) - 21.46%. (დათვლილია ყველა უბანი).

N26 ოლქი (ლაგოდეხი-ყვარლის ნაწილი) გურამ მაჭარაშვილი - 75.57%, გურამ კაკალაშვილი - (ენმ) - 24.43%. (დათვლილია ყველა უბანი).

N27 - (თელავი, ყვარლის ნაწილი) - ირაკლი სესიაშვილი (69.46%) და გიორგი ბოტკოველი (ენმ) - 30.54%. (დათვლილია ყველა უბანი).

N28 - (ახმეტა, თელავის ნაწილი) გელა სამხარაული (ქართული ოცნება) 73.83%, შაქრო ტერტერაშვილი (ენმ) - 26.17%. (დათვლილია ყველა უბანი).

N29 - რუსთავის ოლქი - პაატა მხეიძე (ოცნება) - 72.25%, მამუკა ჩიქოვანი (ენმ) - 27.75%. (დათვლილია ყველა უბანი).

N30 - რუსთავის ოლქი - გიორგი ბეგაძე (ოცნება) - 67.57%, დავით კირკიტაძე (ენმ) 32.43%. (დათვლილია ყველა უბანი).

N36 მარნეულის ოლქი - თანაზ ნავერიანი (ოცნება) 72.15%. აკმამედ იმამკულიევი (ენმ) - 27.85%. (დათვლილია ყველა უბანი).

N37 მცხეთის ოლქი - დიმიტრი ხუნდაძე (ქართული ოცნება) - 50.11%, ცეზარ ჩოჩელი (დამოუკიდებელი კანდიდატი) – 49.89%. (დათვლილია ყველა უბანი).

N41 გორის ოლქი - იოსებ მაკრიხიძე (ოცნება) - 84.86%, ირაკლი ალასანია (თავისუფალი დემოკრატები) - 15.14% (41 უბნიდან დათვლილია 40 უბანი).

N42 გორის ოლქი - თენგიზი ხუბულური 73.92% (ოცნება), ბადრი ბასიშვილი (ენმ) - 26.08% (52 უბნიდან დათვლილია 50).

N43 ხაშურის ოლქი - სიმონ ნოზაძე (მრეწველები) - 61.55%, ქართული ოცნება ვალერი გელაშვილი - 38.45% (დათვლილია ყველა უბანი).

N44 ახალციხე-ადიგენის გაერთიანებული ოლქი - ვაჟა ჩიტაშვილი (ენმ) - 30.17% , გიორგი კოპაძე (ოცნება) 69.83%. (დათვლილია ყველა უბანი).

N47 ქუთაისის ოლქი - გენადი მარგველაშვილი 69.16% (ოცნება), გიორგი თევდორაძე (ენმ) - 30.84%. (დათვლილია 44 უბნიდან 42).

N48 ქუთაისის ოლქი - დიმიტრი მხეიძე (ქართული ოცნება) - 75.29%, აკაკი ბობოხიძე (ენმ) - 24.61%, (დათვლილია 41 უბნიდან 40).

N49 ქუთაისის ოლქი - კობა ნარჩემაშვილი (ქართული ოცნება) - 67.33%, გიორგი წერეთელი (ენმ) - 32.67%. (დათვლილია ყველა უბანი).

N51 (ხარაგაულისა და ბაღდათის გაერთიანებული ოლქი). კობა ლურსმანაშვილი (ოცნება) - 72.81% და გიორგი რობაქიძე (ენმ) - 27.19%. (დათვლილია ყველა უბანი).

N52 ზესტაფონის ოლქი. შალვა კიკნაველიძე (ქართული ოცნება) - 78.63%, ბეჟან ბუცხრიკიძე (ენმ) - 21.37%. (დათვლილია ყველა უბანი).

N56 ჭიათურის ოლქი - სულხან მახათაძე (ქართული ოცნება) - 63.94%, თეიმურაზ გაფრინდაშვილი (თავისუფალი დემოკრატები) - 36.06%. (დათვლილია ყველა უბანი).

N 60 ლანჩხუთი-ჩოხატაურის გაერთიანებული ოლქი - ნინო წილოსანი (ქართული ოცნება) 74.76%, აკაკი ჩხაიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი) -25.34%. (დათვლილია ყველა უბანი).

N 61 ფოთის ოლქი - ირაკლი ხახუბაია (ქართული ოცნება) - 75.53%, ბექა ბასილაია (ენმ) - 24.47% (დათვლილია ყველა უბანი).

N 63 სენაკის ოლქი - ირაკლი ბერაია (ქართული ოცნება) - 75.3%, კობა ნაყოფია (ენმ) - 24.7% (დათვლილია ყველა უბანი).

N 64-ე ოლქი (ხობი, ზუგდიდის 7 სოფელი) - ირაკლი ბერაია (ქართული ოცნება) 70.7%, მამუკა ჭოხონელიძე (ენმ) - 29.3% (47 უბნიდან დათვლილიაა 46 უბანი).

N65 ზუგდიდის ოლქი - მერაბ ქვარაია (ოცნება) - 70.17%, ლევან კონჯარია (ენმ) - 29.83%. (დათვლილია ყველა უბანი).

N66 ზუგდიდის ოლქი - ედიშერ თოლორაია (ქართული ოცნება) - 71.09%, სანდრა რულოვსი (ენმ) - 28.81%. (დათვლილია ყველა უბანი).

N67 ზუგდიდის ოლქი - გოგა გულორდავა (ოცნება) - 68.56%, ლევან ქარდავა (ენმ) - 31.44%. (დათვლილია ყველა უბანი).

N68 ბათუმის ოლქი - ფატი ხალვაში (ქართული ოცნება) 67.61% და მირდატ ქამადაძე (ენმ) - 32.39%. (41 უბნიდან მონაცემები დათვლილია 36 უბნის მიხედვით).

N69 ბათუმის ოლქი - ლევან ბეჟანიძე (ქართული ოცნება) - 69.44% და გიორგი კირთაძე (ენმ) - 30.56%. (სულ 38 უბნიდან მონაცემები დათვლილია 30 უბნის მიხედვით).

N70 ბათუმის ოლქი - მუხრან ვახტანგაძე (ქართული ოცნება) - 71.64% და თეიმურაზ დუმბაძე (ენმ) - 28.36%. (40 უბნიდან მონაცემები დათვლილია 26 უბნის მიხედვით).

N71 ქობულეთის მაჟორიტარული ოლქი - კობა ნაკაიძე (ქართული ოცნება) - 71.24%, ჯანსუღ ჯინჭარაძე (ენმ) - 28.76%. (48 უბნიდან დათვლილია 46).

N72 ხელვაჩაურის ოლქი - ილია ნაკაშიძე (ოცნება) 72.15%, მიშა ბოლქვაძე (ენმ) - 27.85%. (დათვლილია ყველა უბანი).

კომენტარები