არჩევნები 2016

უსკო: მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობა 37%-ია

უმაღლესი საარჩევნო კომისია

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური დასრულდა. 348-ვე უბანი დაიხურა და ამ დროისთვის, ხმებს ითვლიან. 

30 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი დააფიქსირა უბნებზე მისულმა 114 202 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის (308 576) 37%-ია. უსკო-ს ცნობით, ეს 15 პროცენტით ნაკლებია 8 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულ აქტივობასთან შედარებით. არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 52.97% იყო.

ამომრჩეველთა აქტივობა ოლქების მიხედვით ასე გამოიყურება:

ბათუმის N79 ოლქი (68,69,70) – 50 847 ამომრჩეველი, 31.98 %.

ქობულეთის N71 მაჟორიტარული ოლქი- 20 117 ამომრჩეველი, 40.78 %.

ხელვაჩაურის N72 მაჟორიტარული ოლქი- 18 320 ამომრჩეველი, 38 07%.

ხულოს N73 მაჟორიტარული ოლქი (ხულო,ქედა,შუახევი)- 24 918 ამომრჩეველი, 47.79%.

უსკო-ს ინფორმაციით, აჭარის მასშტაბით უბნებზე დაიწერა დაახლოებით 40 საჩივარი, ოლქებში კი 15.

კომენტარები