არჩევნები 2016

ცესკო: მეორე ტურში მონაწილეობა 929 265-მა ამომრჩეველმა მიიღო, აქტივობა 37.5%-ია

ცესკო
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლის აქტივობამ 37.5% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 929 265 ამომრჩეველია.

აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 51.63% იყო. 2012 წელს არჩევნებზე 60,8% მივიდა, ხოლო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე - 46,6%.

ცესკოს ცნობით, ყველა საარჩევნო უბანი დროულად, 20:00-ზე დაიხურა.

არჩევნების მეორე ტური საერთო ჯამში 2 229 საარჩევნო უბანში ჩატარდა, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია.

კომენტარები