არჩევნები 2016

გაბაშვილი: ირაკლი კობახიძის განცხადება არის დანაშაულის წინასწარგაცხადება

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გოკა გაბაშვილის შეფასებით, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადება არის "ფაქტობრივად დანაშაულის წინასწარგაცხადება". მისი თქმით, ენმ-მ ახალციხე პირველ ტურში მოიგო და ზეწოლის მიუხედავად, გამარჯვების იმედი ახლაც აქვთ. 

"ერთადერთი, ვისაც შეიძლება, აინტერესებდეს აქ უბნების ჩაშლა, არის თვითონ ხელისუფლება. შესაბამისად, ძალიან დიდი ეჭვი გამიჩინა ამ განცხადებამ, ხომ არ არის დაანონსება იმის, რასაც თავად აპირებენ, იმისთვის, რომ მერე ხელი გაიშვირონ. ჩვენ უბნებზე დავდივართ აბსოლუტურად წყნარი ვითარების შესანარჩუნებლად, ჩვენი მომხრეების გასამხნევებლად, რადგან მართლა უპრეცდენტო დაშინება იყო. დაწყებული სოციალური დახმარებების მოხსნით, დამთავრებული ბავშვებისთვის სასკოლო ავტობუსების გაუქმებით. ყველაფერი იკადრეს, ადამიანებს თივის დაწვით და საქონლის მოკვლით ემუქრებიან. ეს ვითარებაა აქ და დავდივართ იმისთვის, რომ ჩვენი მხარდამჭერი ადამიანები გავამხნევოთ, სხვა მიზანი არ გვაქვს" - ამბობს გაბაშვილი.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი ახალციხე-ადიგენის ოლქში უბნების ჩაშლას ცდილობენ.

კომენტარები