არჩევნები 2016

საია: დავწერეთ 58 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში დავაფიქსირეთ 53 შენიშვნა

საია
gyla.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 18 საათისთვის კენჭისყრის დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს. საია-ს ცნობით, არჩევნები უმეტესწილად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა დაფიქსირდა შემდეგი ხასიათის პრობლემები:

"მარკირებაგავლილი ადამიანების მხრიდან არჩევნებში მონაწილეობის მცდელობის ფაქტი, მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები, გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემები, დამკვირვებლის საქმიანობაში ხელშეშლა",- წერია განცხადებაში.

საია-ს ცნობითვე, ამ დროისთვის დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 58 საჩივარი და 53 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

კომენტარები