არჩევნები 2016

8 ოქტომბერთან შედარებით მეორე ტურებში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია

facebook.com/CentralElectionCommissionOfGeorgia

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17 საათისთვის საკუთარი არჩევანი 767 ათასმა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც მეორე ტურებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 30.99%-ია. ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით დაბალია.

8 ოქტომბრის არჩევნებში 17 საათის მდგომარეობით, საკუთარი არჩევანი უკვე ჰქონდა დაფიქსირებული 1.47 მილიონ მოქალაქეს, რაც ამ არჩევნებზე რეგისტრირებულთა 42.04% იყო. მეტიც მეორე ტურებში პროცენტულად 17 საათისთვის იმაზე დაბალი აქტივობა დაფიქსირდა, რაც 8 ოქტომბერს 15 საათზე იყო.

ცესკოს მონაცემებით მეორე ტურებსა და 8 ოქტომბრის არჩევნების აქტივობებს შორის სხვაობა ასე გამოიყურება:

  • 10 საათისთვის - 8 ოქტომბერი 8.34%, 30 ოქტომბერი - 4.65%
  • 12 საათისთვის - 8 ოქტომბერი 19.81%, 30 ოქტომბერი - 12.7%
  • 15 საათისთვის - 8 ოქტომბერი 34.8%, 30 ოქტომბერი - 25.3%
  • 17 საათისთვის - 8 ოქტომბერი 42.04%, 30 ოქტომბერი - 30.99%

ცესკოს მონაცემებით ყველაზე დაბალი - 17%-იანი აქტივობა გორის 41-ე ოლქშია, ასეთი დაბალი აქტივობის მიზეზი ოპოზიციის კანდიდატის, ირაკლი ალასანიას მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნაა.

დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 2 229 უბანზე ტარდება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია.

კომენტარები