არჩევნები 2016

ცესკო: 17:00-ის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 30.99%-ია

ცესკო
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00-ის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 30.99%-ია, რაც რაოდენობრივად 767 907 ამომრჩეველს შეადგენს.

მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით, ყველაზე მაღალი აქტივობა მცხეთაში დაფიქსირდა (51.6%), ასევე ახალციხე-ადიგენის (46.7%) და ლანჩხუთი-ჩოხატაურის (45.7%) საარჩევნო ოლქებში.

ყველაზე დაბალი აქტივობა კი, N41 გორის საარჩევნო ოლქსა (17.7%) და N9 ისნის (21.4%) ოლქებში დაფიქსირდა.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის აქტივობა 17:00-ის მდგომარეობით, 42.05% იყო.

კომენტარები