არჩევნები 2016

ბოკუჩავა: მთაწმინდაზე ე.წ. კარუსელის ფაქტები ფიქსირდება

თინა ბოკუჩავა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, მთაწმინდაზე ე.წ. კარუსელის ფაქტები ფიქსირდება. თინა ბოკუჩავას თქმით, ერთი და იგივე ადამიანები ერთსა და იმავე უბანზე ხმას რამდენჯერმე აძლევენ.

"მარკირების მქონე ადამიანები რამდენჯერმე შედიან ერთსა და იმავე უბანზეე. ასეთია მეცხრე უბანი და 28-ე უბანი. ასეთი ტიპის დარღვევებია ბათუმში, მარნეულში. ეს კლასიკური მაგალითია ე.წ. კარუსელის, როცა ერთი და იგივე ამომრჩეველი აძლევს ხმას რამდენჯერმე.

ასევე, კრიმინალური კავშირების მქონე ადამიანების მობილიზაციაა სხვადასხვა უბნებზე, გასაკუთრებით გორში - სოფლებში: ქორდი, დიცი, გარეჯვარი, ფლავისმანი და ფლავი. ისინი ცდილობენ ამომრჩეველზე ზეწოლის მოხდენას", - თქვა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავას თქმით, მარნეულში ამომრჩევლები პირადობის გარეშე აძლევებ ხმას. მისივე ინფორმაციით, მთაწმინდის მეოცე უბანზე გადასატანი ყუთი დაიტაცეს.

კომენტარები