არჩევნები 2016

საუბნო კომისიის წევრი: პატრიარქს მარკირებას ვერ აკადრებ, ჩვენი წინამძღვარია

ნეტგაზეთი

საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა კრწანისის მე-7 ოლქის მე-4 საარჩევნო უბანზე მისცა.

იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, ქართველმა ხალხმა აირჩია ის კანდიდატები, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს, ჩვენს ერს და გილოცავთ ამ არჩევნების კეთილად დამთავრებას," - აღნიშნა პატრიარქმა ხმის მიცემის შემდეგ.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ილია მეორეს მარკირება არც ამჯერად არ გაუვლია. 

"არასდროს არ გაგვიკეთებია პატრიარქისთვის მარკირება, პატრიარქს ვერ აკადრებ... მარკირებას ხომ იმიტომ ვაკეთებთ, რომ სხვა უბანზე არ მისცეს ხმა, რომ არ მოხდეს გაყალბება... პატრიარქი სხვა უბანზე არ წავა და ხმას არ მისცემს. პოლიტიკოსებს ვუკეთებთ, მაგრამ ის მაინც ჩვენი წინამძღვარია. ეს ჩვენი [საუბნო კომისიის წევრების] გადაწყვეტილებაა, თორემ არც საოლქოა ამაში ჩარეული, არც ცესკო და არც არავინ, ეს, ჩვენი, კომისიის წევრების გადაწყვეტილებაა, რომ პატრიარქს მარკირება არ გავუკეთოთ" - ამბობს საუბნო კომისიის წევრი ნეტგაზეთთან საუბარში.

კომენტარები