ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა, 15:00 საათის მდგომარეობით, 25.3%-ია, რაც რაოდენობრივად 626 954 მოქალაქეა.
როგორც ტაბულას კორესპონდენტი ცესკოდან იტყობინება, ყველაზე დაბალი აქტივობა გორშია 14%, ხოლო მაღალი ლანჩხუთი-ჩოხატაურში 38.7%.
აღსანიშნავია, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 34.79% იყო.
დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 2 229 უბანზე ტარდება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია.