არჩევნები 2016

"პრემია არ იქნება?" - R2-ის ცნობით, წყნეთში "ოცნება" ამომრჩევლის სიებს ადგენს

რუსთავი 2

რუსთავი ორის ინფორმაციით, წყნეთში საარჩევნო უბანთან ქართული ოცნების წარმომადგენლები ამომრჩევლის სიებს ადგენდნენ. კერძოდ, ტელეკომპანიის ცნობით, უბანთან, ავტომობილებში მსხდომი მოქალაქეები საუბრობდნენ, აიღებდნენ თუ არა დამატებით პრემიებს 75-ზე მეტი ამომრჩევლის მიყვანის შემთხვევაში.

„75 რომ არ გვქონდეს, პრემია არ იქნება?" - ეუბნება ერთი მოქალაქე მეორეს რუსთავი ორის გავრცელებულ ვიდეომასალაში.

ტელეკომპანიის კითხვაზე, რა სიები აქვთ, ისინი პასუხობენ - "ვქეიფობთ და ფულს ვაგროვებთ", " ვინც გაივლის და გამოივლის, უნდა ჩავიწეროთ, ჩვენები არიან", "ამ ქუჩაზე ვცხოვრობთ, ეკლესიის მრევლი ვართ", "მე ოცნების წარმომადგენელი ვარ, მინდა შევდივარ, მინდა გამოვდივარ უბანზე", "არაფერს არ აღვნიშნავ, რაში მაინტერესებს, ისედაც ვიცი, ვინ არის ჩვენი".

კომენტარები