არჩევნები 2016

ენმ: ახალციხის მე-4 უბანზე 1 ბიულეტენი დაიკარგა

ნაციონალური მოძრაობის ცნობით, ახალციხის მე-4 საარჩევნო უბანზე 1 ბიულეტენი დაიკარგა. როგორც უბანზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ივერი ბალახაშვილმა აღნიშნა, 12 საათზე, როცა ბიულეტენები გადაითვალეს, აღმოჩნდა რომ ერთი აკლდა, რაზეც შესაბამისი საჩივარიც დაიწერა.

ენმ-ის დამკვირვებლის ვარაუდით, "საქმე გვაქვს ე.წ. სომხურ კარუსელთან და სწორედ ამ გზით ცდილობს ოცნება არჩევნების თავის სასარგებლოდ გაყალბებას". 

კომენტარები