არჩევნები 2016

თავდემები: ჭიათურაში, ზემო ნაგუთის მე-9 უბანზე ქართული ოცნების წევრი ფულს არიგებს

თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლები ჭიათურაში საარჩევნო უბნებზე არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. მათი ინფორმაცით, ჭიათურაში, გიორგაძის ქუჩაზე # 10-ში მდებარე მე-10 საარჩევნო უბანზე ქართული ოცნების წარმომადგენელი უბნის გარეთ ეწევა საარჩევნო აგიტაციას და კვლავ ბრუნდება უბანზე. პარტიის განცხადებით, "ასეთი აქტივობა შეინიშნება დილიდან და ატარებს სისტემატურ ხასიათს".

"ასევე დაფიქსირდა მნიშვნელოვანი დარღვევა, ჭიათურის ზემო ნაგუთის მე-5 საჯარო სკოლაში არსებულ მე-9 უბანზე ქართული ოცნების წევრი არიგებს ფულს. ეს კატეგორიულად მიუღებელია და პირდაპირ მიუთითებს ქართული ოცნების მხრიდან მოსყიდვის ფაქტების არსებობაზე.
მესამე დარღვევა ფიქსირდება ჭიათურის მე-11 უბანზე, სადაც ქართული ოცნების რეგისტრატორმა განახორციელა ერთით ზედმეტი რეგისტრაცია" - აცხადებს თავისუფალი დემოკრატები.

ცნობისთვის, ჭიათურის საარჩევნო ოლქში მეორე ტურში ერთმანეთს ქართული ოცნების და თავისუფალი დემოკრატების კანდიდატები უპირისპირდებიან.

კომენტარები