არჩევნები 2016

8 ოქტომბერთან შედარებით ამომრჩეველთა აქტივობა დაახლოებით ორჯერ დაბალია

facebook.com/CentralElectionCommissionOfGeorgia

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10 საათისთვის საკუთარი არჩევანი 115 ათასმა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც მეორე ტურებზე რეგისტრირებული ამომრჩევლების 4.65%-ია.

ამ დროისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით დაახლოებით ორჯერ (1.79-ჯერ) დაბალია. 8 ოქტომბრის არჩევნებში 10 საათის მდგომარეობით, საკუთარი არჩევანი 8.34%-ს უკვე ჰქონდა დაფიქსირებული.

დღეს საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 2 229 უბანზე ტარდება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია.

კომენტარები