არჩევნები 2016

ხოშტარია: ახალციხეში ენმ-ის წევრებს გუბერნატორთან მყოფმა პირებმა სცემეს

helenkhoshtaria.fb.com

ერთიანი ნაციიონალური მოძრაობის წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, ახალციხეში ენმ-ის შტაბის წევრებს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან ერთად მყოფი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხოლო გუბერნატორმა აკაკი მაჭუტიძემ რ2-ის ეთერში ეს ინფორმაცია უარყო.

"ცოტა ხნის წინ ჩვენი დეპუტატი დავით დარჩიაშვილი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ საარჩევნო შეხვედრაზე, რომელზეც ის მიდიოდა ჩვენ მაჟორიტარულ კანდიდატთან ერთად და მას ბუნებრივია თან ახლდნენ ჩვენი შტაბის წევრები. ერთ-ერთი ადამიანს, რომელიც იყო კამერით, დაეწია გუბერნატორის მანქანა, რომლიდანაც გამოვიდნენ ადამიანები და გუბერნატორის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, თავად გუბერნატორი ფაქტობრივად მონაწილეობდა ამ ძალადობაში, რომელიც ღიად საუბრობდა, რომ მას არაფერი არ აინტერესებს და ყველა ადამიანი, ვინც ნაციონალური მოძრაობასთან იქნება ასოცირებული, ასე მოექცევიან.",- თქვა რუსთავი 2-ის ეთერში ელენე ხოშტარიამ.

 

კომენტარები