ეს არის სისტემური პრობლემა, თავდაცვის სამინისტროში არის სრული ბარდაგი. მყვინთავების დაღუპვა, გადაბრუნებული სამხედრო მანქანა, ეს ფაქტი. ამერიკელები ჩაატარებენ გამოძიებას იმიტომ. რომ იქ ამერიკელი ოფიცრები იყვნენ, რომელთა უსაფრთხოებაზე პასუხს ვაგებთ. გამოძიებით დადგინდება, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა იქ უცხო პირების შესვლა დაფიქსირდა
tbl.ge/1yy1
დაკოპირდა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე მომხდართან დაკავშირებით. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე სამი უცნობი პირი შეიჭრა. უწყების მტკიცებით, ისინი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ და მას ცეცხლმაქრი ესროლეს. ამის შემდეგ, გუშაგმა გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა. გარდაცვლილის ოჯახი თავდაცვის სამინისტროს ვერსიას არ ენდობა. შენგელიას მამა ამბობს, რომ მის შვილს ტყვია ზურგში აქვს ნასროლი, "რაც ადასტურებს, რომ გაქცევისას მოკლეს".
ამავე თემაზე
- თანხის სანაცვლოდ, სავალდებულო სამხედრო სამსახურის არიდებაში ეხმარებოდა - 1 პირი დააკავეს
- ნორიოს საწვრთნელ არეალში, NATO-ს სწავლების დროს 2 ამერიკელი სამხედრო დაშავდა – სამინისტრო
- ზურაბიშვილი: სრულიად მიუღებელია, რომ რეპრესიები და დათხოვნები თავდაცვის სამინისტროს შეეხოს
- გარდაიცვალა კაპრალი, რომელიც 1 თვის წინ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა
- ღარიბაშვილი ხიდაშელზე: 4 წელი ისე მუშაობდა მინისტრის მოადგილედ, საერთოდ კითხვა არ დასმულა




