არჩევნები 2016

კაპანაძე თავდემების ყოფილ წევრებზე: აჩვენეს, რომ ხელისუფლებას გუნდრუკს უკმევდნენ

მე მგონია, რომ ფუნდამენტური განსხვავებაა იმ ადამიანებს, ვინც მხარი დაუჭირეს თავისუფალ დემოკრატებს და ამ პარტიის ყოფილ ლიდერებს შორის, რომლებმაც ბევრჯერ აჩვენეს, რომ პრინციპული პოზიციის დაკავება არ შეუძლიათ და ბევრჯერ აჩვენეს, რომ ისინი ხელისუფლებისთვის გუნდრუკის კმევით უფრო იყვნენ დაკავებულები, ვიდრე რეალური ოპოზიციური საქმიანობით. ამიტომ, ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომლებიც სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები იყვნენ პირველ ტურში, როდესაც მეორე ტური დადგება, მოვლენ და ისევ ოპოზიციურ პარტიას დაუჭერენ მხარს იმ მიზნით, რომ ოცნებამ კონსტიტუციური უმრავლესობა არ მიიღოს. ძალიან სამწუხაროა, რომ თავისუფალი დემოკრატების რამდენიმე ყოფილი ლიდერი ამას ვერ აცნობიერებს.

ენმ-ის წევრი სერგი კაპანაძე თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრების ზურაბ აბაშიძის, დავით ონოფრიშვილის და გია ცაგარეიშვილის მოწოდებაზე, რომ მათმა ამომრჩეველმა მეორე ტურებში მხარი ქართული ოცნების კანდიდატებს დაუჭიროს.

კომენტარები