არჩევნები 2016

აბაშიძემ, ცაგარეიშვილმა და ონოფრიშვილმა ვოლსკისთან დახურული შეხვედრა გამართეს

ტაბულა

ქართული ოცნების თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი თავისუფალი დემოკრატების ყოფილ წევრებს ზურაბ აბაშიძეს, გია ცაგარეიშვილსა და დავით ონოფრიშვილის დახურულ შეხვედრაზე შეხვდა.

იმედის ინფორმაციით, გიორგი ვოლსკისთან მსგავსი ტიპის შეხვედრა თავისუფალი დემოკრატების ყოფილ წევრებს გასულ კვირასაც ჰქონდათ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ ის მმართველ გუნდთან თანამშრომლობას გეგმავს.

"ხელისუფლებასთან ვითანამშრომლებ. მე არ ვითანამშრომლებ ნაციონალურ მოძრაობასთან. მომავალი გვიჩვენებს ვისთან ვიქნები და სად ვიქნები. ერთ რამეს ვიტყვი, ვიქნები სახელმწიფოს სამსახურში. ასე ვიყავი სულ. ოპოზიციაში ყოფნას აღარ ვაპირებ, თუმცა დღეს რაიმე კონკრეტიკაზე საუბარი ძალიან ნაადრევია", - თქვა ზურაბ აბაშიძემ.

თანამშრომლებაზე მზადყოფნა გამოთქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემაც.

"სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, თანამშრომლობის გარკვეულ ფორმაზე საუბარი შეიძლება. შესაძლოა, გარკვეული პერიოდით ადამიანი შენი პოლიტიკური ოპონენტი იყოს, მაგრამ სახელმწიფოებრივად მსჯელობდეს, როდესაც იგივე ევროსაპარლამენტო სტრუქტურებთან ჩვენი ურთიერთობა ყალიბდებოდა და საკმაოდ წარმატებული იყო ამ მხრივ ვიქტორ დოლიძე", - აღნიშნა ვოლსკიმ.

 

კომენტარები