კლინტონის იმეილების სკანდალი

კლინტონის იმეილების მე-16 ნაწილის შესახებ ინფორმაცია RT-მ Wikileaks-ზე ადრე გაავრცელა

Twitter/Carl Bildt

22 ოქტომბერს Wikileaks-მა ჰილარი კლინტონის იმეილების მეთექვსმეტე ნაწილი გამოაქვეყნა. 

თუმცა, საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსული სახელმწიფო ტელევიზიის Russia Today-ს ამერიკულმა ვერსიამ, იმეილების მეთექვსმეტე ნაწილის შესახებ ინფორმაცია, თავად Wikileaks-ზე ნახევარი საათით ადრე გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა რუსეთს მოუწოდა, დაეხმაროს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის ჰილარი კლინტონის 33 000 ელექტრონული წერილის მოპოვებაში, რომელიც დაკარგულად ითვლება.

კლინტონის ელექტრონულ წერილებთან დაკავშირებული სკანდალი 2015 წლის მარტში დაიწყო. კლინტონი სახელმწიფო მდივნობისას ოფიციალური მიმოწერისთვის პირად ელექტრონულ ფოსტას იყენებდა.

კომენტარები