ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ერაყის ქალაქ კირკუკზე იერიში მიიტანეს. თავდასხმას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - ირანის 2 მოქალაქე.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტები პოლიციის შენობებს და ელექტროსადგურს დაესხნენ თავს.
როგორც ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ასოცირებული მედია იტყობინება, ტერორისტებმა კირკუკში მდებარე ერთ-ერთი ცენტრალური სასტუმრო დაიკავეს.
მომხდარის პარალელურად, ერაყის ქალაქ მოსულში ერაყელი სამხედროები ქალაქის ტერორისტებისგან გათავისუფლების მასშტაბურ ოპერაციას ატარებენ.





