არჩევნები 2016

ვარშალომიძე: მეორე ტურში ხელისუფლებას უნდა ვაჩვენოთ, ვინ და რამდენი ვართ

geonews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ვარშალომიძემ საარჩევნო დარღვევის მორიგი ვიდეომასალა წარმოადგინა. ვარშალომიძის მტკიცებით, 46-ე უბანზე საარჩევნო კომისიის წევრმა ბიულეტენები გადახაზა და საარჩევნო ყუთში ჩაყარა.

"მოვუწოდებ ჩვენს აქტივს, ყველა ამომრჩეველს, ვიყოთ აქტიურები. ჩვენი მხრივ ვიქნებით უფრო აქტიურები, რომ ასეთი უმსგავსობები არ მოხდეს უბნებზე. მაქსიმუმს გავაკეთებთ თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად. მართლაც მეორე ტური იქნება იმისა, რომ ვაჩვენოთ ხელისუფლებას, ვინ და რამდენი ვართ. მიუხედავად მანიპულაციებისა, ორჯერ მეტი ხმა ავიღეთ, ვიდრე 2014 წელს",- თქვა ვარშალომიძემ და ამომრჩეველს მეორე ტურში აქტიურობისკენ მოუწოდა.

არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს 50 საარჩევნო ოლქში, მათ შორის აჭარაშიც გაიმართება.

კომენტარები