რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

კობახიძე: რუსეთის ბაზარი არ არის ჩვენთვის მთავარი, თუმცა, მნიშვნელოვანია

ჩვენ მოთაფლულ შემოთავაზებაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, ყველა საფრთხე არის გაზომილი. რა თქმა უნდა, რუსეთის ბაზარი არ არის ჩვენთვის მთავარი და არსებითი, თუმცა, არის მნიშვნელოვანი ჩვენი მოქალაქეებისთვის. თუ ექსპორტი გაიხსნება, თუ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები გაიზრდება, ეს, რა თქმა უნდა, გამოადგება ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ამაზე არ უნდა იყოს ქვეყანა დამოკიდებული, არც ვართ და არც ჩვენი პოლიტიკა არ არის იქით მიმართული, რომ ვიყოთ ამაზე დამოკიდებული.

პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე, რომ "არჩევნების შემდეგ, ორივე მხარე დაინტერესებულია გააგრძელოს დიალოგი იმ სფეროებში, სადაც პროგრესი დიპლომატიური ურთიერთობის არაქონის ფონზეც შესაძლებელია. კერძოდ - ვაჭრობა, ტრანსპორტი, კულტურულ-ჰუმანიტარული სფერო".

კომენტარები