პატრიოტთა ალიანსი

ინაშვილი: ნუ აღივსებით შურით, თარხან-მოურავის კარგი წარმომავლობა ყველამ იცის

ვიდეოფრაგმენტი, რომელზეც ასე ძლიერ ქილიკობთ, სასაცილო სულაც არაა. დავით თარხან-მოურავი ამ ფრაგმენტში საუბრობს თავის წინაპრებზე, ანუ საქართველოს მეფეებზე და საუბრობს არა იმიტომ, რომ თავი განიდიდოს, არამედ პასუხობს კონკრეტულ კითხვებს. გირჩევთ ეს ფრაგმენტი სრულად ნახოთ. ამაში არც შეურაცხმყოფელია რაიმე და არც სასაცილო. ამიტომ ნუ აღივსებით შურით. თან, უაზროდ. სხვათა შორის, ეს ვიდეოფრაგმენტი მინიმუმ ერთი წლისაა და სულ სხვა თემას ეხება. თარხან-მოურავს რომ კარგი წარმომავლობა აქვს, ეს ყველამ იცის, საიდუმლო არ არის. არც დასაცინია აქ რაიმე და არც ზედმეტად საამაყო... და ამ კაცს არავინ შეუწუხებია ამ თემით. ეს შური გულიდან ამოიღეთ. დამშვიდდით.

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც დავით თარხან-მოურავი თავის წარმომავლობაზე საუბრობს. თარხან-მოურავის თქმით, ის არის გიორგი მე-12-ის, ერეკლე მეორის, დადიანების, გურიელების, გიორგი სააკაძის, ქეთევან დედოფლის შთამომავალი. მისივე თქმით, "ჰამზა იყო მაჰმადის ბიძა, მაჰმადიანური სწავლებით, პირველმოწამე მაჰმადიანი - ჰამზაიდთა შთამომავალიც ვარ. პირდაპირ მაჰმადის ალიდთა შთამომავალიც ვარ, ომეადთა და აბასიდთა სხვადასხვა ხაზით, რა თქმა უნდა, ქალის ხაზით... ვარ, რა თქმა უნდა, დავით აღმაშენებლის შთამომავალი".

კომენტარები