არჩევნები 2016

ტყემალაძე: აქტიური პოლიტიკიდან მივდივარ

ზურაბ ტყემალაძე
ტაბულა

პარტია მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს წევრი ზურაბ ტყემალაძე "აქტიური პოლიტიკიდან" მიდის. ამის შესახებ მან დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ცხოვრებიდან და პოლიტიკიდან მთლიანად გაქრობას არ ვაპირებ, მაგრამ აქტიური პოლიტიკის გადაბარება მოხდება ახალგაზრდებზე. ასევე, ვფიქრობ თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომას. მრეწველები არ გაქრებიან, მრეწველები იქნებიან. ვიმედოვნებ და ვფიქრობ, რომ ახალგაზრდები დაიკავებენ წამყვან პოზიციებს. არავის არაფერს არც და ვერც გადავაბარებ, ძალიანაც რომ მინდოდეს. ჩატარდება ყრილობა და იქ იქნება მიღებული ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ მომავალი წლის დასაწყისში ჩატარდება ყრილობა", - თქვა ტყემალაძემ.

კომენტარები